ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს
19 ხმით 2-ის წინააღმდეგ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. ფარულ კენჭისყრაში საკრებულოს 21-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ორმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საკრებულოს ამჟამად უკვე ყოფილი თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის თანამდებობაზე დარჩენას, 19-მა დეპუტატმა კი ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას დაუჭირა მხარი.
საკრებულოს თავმჯდომარის გადასაყენებლად 50%+1 ხმა იყო საჭირო, ანუ სულ 15 ხმა იყო საჭირო.
საკრებულოს დღევანდელ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე არ ესწრებოდა. დრონი.ჯი -მ ზაზა ჩაჩანიძესთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს და ამ დრომდე ზარებს არ პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულოში ვითარება რამდენიმე თვის წინ დაიძაბა. ქალაქის მერის და სამსახურების უფროსების ხელფასების გაზრდის საკითხს თებერვალში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
კომენტარი