ასტანაში ოქროს უნიტაზების მაღაზია გაიხსნა
ასტანაში სანტექნიკის ელიტარული ბუტიკი გაიხსნა, სადაც ოქროს უნიტაზები იყიდება. მეპატრონის განცხადებით ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად აღნიშნულ საქონელზე მოთხოვნა მაღალია.
უნიტაზების ფასი 266 ათასი ტენგაა და ისინი დაფარულია 24 კარატიანი ოქროთი. მაღაზიის ვიტრინაში უკვე გამოჩნდა ოქროს აბაზანაც, რომლის ფასიც 555 ათასი ტენგაა.
აღსანიშნავია, რომ აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ვერცხლის სანტექნიკაც.
კომენტარი