გსურთ ლამაზი და ჯანსაღი თმა? გაითვალისწინეთ ეს რჩევები!
გსურთ ლამაზი, ხშირი და ჯანსაღი თმა? გთავაზობთ სპეციალისტების მიერ შემუშავებულ, 7 რჩევას.
ბევრი ადამიანი დარწმუნებულია რომ რაც უფრო ხშირად შეიჭრის თმას მით უფრო ინტენსიური იქნება ზრდის პროცესი. სამწუხაროდ ეს ასე არ არის,თმის სწრაფად ზრდისთვის აუცილებელია ვიზრუნოთ თმის ძირებზე (ფესვზე)- იუწყებიან. სპეციალისტები.
ცნობილია რომ ერთი ჭაღარის ამოღებით ერთის ნაცვლად ორი ამოდის. ეს დებულება სულაც არ არის მოკლებული სიმართლეს. ამას გარდა თმის მოწყვეტა აზიანებს ფოსოს რომლიდანაც ის აღმოცენდება, ასე რომ პირველი ჭაღარის ნუ შეგეშინდებათ შესაძლოა ის თქვენს გარდა ვერც ვერავინ შენიშნოს.
თმის ცვენა დაკავშირებულია ჰორმონალურ პრობლემებთან, ინფექციურ დაავადებებტან და დაბალ იმუნიტეტთან.თუ თმის შირი ცვენა გაწუხებთ აუცილებლად მიმართეთ ექმის, სათანადო ანალიზებით თქვენ შეძლებთ დროულად დაეხმაროთ საკუთარ ორგანიზმს და თმის ცვენაც შეწყდება.
აუცილებელია ყოველდღიურად თმის ვარცხნა. რაც უფრო ხშირად ივარცხნით თმას მით უფრო ჯანსღად და ეფექტურად გამოიყურება იგი. თუმცა იმისთვის რომ თავის კანი არ დავიზიანოთ აუცილებელია სავარცხლის სწორი შერჩევა.
ბევრი ქალი ფირობს რომ შეღებვა თმას აზიანებს. თუმცა გააჩნია, თუ საღებავი დიდი რაოდენობით პერეკისს და ამიაკს არ შეიცავს თმისთვის ზიანი არ მოაქვს. არის ბევრი თმის საღებავი რომელიც საერთოდ უამიაკოა, შესაბამისად ასეთი სახეობის საღებავი თმისთვის ზიანის მომტანი არ არის. მაგრამ ე.წ გაღიავება ყველაზე არასასურველი პროცედურაა თმისთვის.
ბევრ ადამინს გონია რომ თმის შემადგენლობაზე მხოლოდ ნიღბების, შამპუნისა დასაღებავის შემადგენლობა მოქმედებს, თუმცა ეს მცდარი აზრია. გაცილებით დიდი მნიშვენლობა აქვს პროდუქტს რომელსაც ჩვენ მივირთმევთ. მკაცრი დიეტა რომელსაც ასე ხშირად მიმართავენ სუსტი სქესის წარმომადგენლები ცუდ გავლენას ახდენს თმის ვიზუალზე. იმისთვის რომ თმა შეუდარებლად გამოიყურებოდეს აუცილებელია მიირთვატ: ბანანი, ქიშმიში, შვრია, ისპანახი, ბროკოლი,ზეითუნის ზეთი, ზღვის პროდუქტები.
აუცილებელია შამპუნის ხშირი ცვლა რათა სხვადასხვა ვიტამინები მიიღოს თმის ზედაპირმა? არა! ეს მცდარი აზრია. სასურველია შამპუნი რომელსაც ძიების შემდეგ მიაგენით, შეინარჩუნოთ და ძირითად შემთხვევაში იგივე პროდუქტის ერთგული დარჩეთ
კომენტარი