ქორწილის წინ გასათვალისწინებელი დეტალები
რათქმაუნდა ქორწილი ეს დღესასწაულია ორისთვის, მაგრამ გარშემო იმდენი საყვარელი ადამინია რომლებსაც თქვენს ბედნიერებას უზიარებთ. როგორ უნდა მოიქცეთ რო თავბრუდამხვევი მზადების დროს მათთან კონტაქტი შეინარჩუნოთ და მათაც აგრძნობინოთ რომ მნიშვნეოლავანნი არიან! გთავაზობთ ექსპერტის სასარგებლო რჩევებს.
საპატარძლო და სასიძო. საქორწილო სამზადისმა არ დაგავიწყოთ მთავარი აუცილებლად გამონახეთ დრო ერთმანეთისთვის. იდეალურ ქორწილზე მნიშვნელოვანი თქვენი ურთიერთობაა. ქორწილის წინა დღეს თუ ვერ შეძლებთ მის ნახვას აუცილებლად გადაიღეთ ვიდეო სასიყვარულო მიმართვით და გაუგზავნეთ მას. გამოხატეთ ემოციები, რამოდენიმე საათში ხომ თქვენ სამუდამოდ დაუკავშირებთ ერთმანეთს ცხოვრებას.
მეგობრები. ძნელია თავი მოუყაროთ დიდ სამეგობრო წრეს, ზოგიერთი მათგანი ხომ საკმაოდ შორს ცხოვრობს. მიმართეთ ისევ სკაიპს(ვიდეოზარს) ამით სასარგებლო რჩევებს მეგობრებისგან მარტივად მიიღებთ.
თქვენი მშობლები. არ გამოგრჩეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები დედა და მამა. აუცილებლად ხაზი გაუსვით მათ მნიშვნელობას თქვენთვის, შეეცადეთ დემონსტრაცია გაუკეთოთ საკუთარ გრზნობებს მათ მიმართ. ასეთ დროს თქვენი სიყვარულის გამოხატვა მათთვის ყველაზე დასამახსოვრებელი დეტალია.
მისი მშობლები. შეეცადეთ წინა დღეებში შეეხმიანოთ სადედამთილოს და თხოვოთ წამოგყვეთ კაბის საბოლოო სინჯზე. კითხეთ აზრი კაბის ან სუფრის თაობაზე, თუნდაც თქვენთვის არასასურველი აზრი თავისუფლად დააფიქსირებინეთ, ამას ხომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ყველაფერი მაინც ისე იქნება როგორც თქვენ გინდათ. ამ ქცევით თქვენი რჩეულის მშობლების გულს სამუდამოდ მოიგებთ.
მომსახურე პერსონალი. ეჭვიც არავის ეპარება რომ თქვენს მიერ არჩეული ორგანიზატორი, ფოტოგრაფი, მძღოლი და ა.შ საუკეთესონი არიან, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ‘’ენდე მაგრამ შეამოწმე’’ არ დაგავიწყდეთ ყველა დეტალის განხილვა მათთან და არც მადლობის თქმა დაგავიწყდეთ, ამით თქვენი დღე ნამდვილი სამოთხე იქნება.
სტუმრები. დაიხმარეთ სოციალური ქსელები, მათი მეშვეობით თქვენ შეძლებთ მარტივად და თანაც ერთდროულად ეკონტაქტოთ საუსრველ სტუმრებს. შექმენით სპეციალური ჯგუფი სადაც თავს მოუყრით სტუმრების სიას თხოვეთ მათ ვიდეოჩანაწერებით გისურვონ საქორწილო სურვილები (ან უფრო საინტერესო რამ მოიფიქრეთ). მიეცით საკუთარ ფანტაზიას გასაქანი და ამით თითქმის ყველა ადამიანს ჩართავთ საკუთარ სამზადისში ეს კი უფრო გაგამხნევებთ და საინტერესო არქივსაც დაგიტოვებთ მომავლისთვის.
კომენტარი