რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ მას შენთან სექსი მეორედაც მოუნდეს?
ხანგრძლივი შეხვედრების მერე როგორც იქნა განმარტოვდით, დადგა დრო სიატუაცია და გარემოც ხელს გიწყობთ, პირველი აქტი უმნიშვნელოვანსია. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, პირველ შთაბეჭდილებას ხომ ვეღარასოდეს მოახდენთ მეორედ. რამდენიმე მარტივი და აუცილებელი რჩევა დაგეხმარებათ სასურველი მამაკაცის ლოგინში მოხიბვლაში.
ნუ იჩქარებთ - შესასვლელშივე პრელუდიას ნუ დაიწყებთ! საძინებლამდე აუჩქარებლად მსუბუქი სიგნალების გაშვებით შემოიფარგლეთ, რათა უფრო კომპორტულმა გარემომ ხელი შეგიწყოთ, ამ პარტნიორთან ხომ სიყვარულით პირველად კავდებით.
იმიჯი - თქვენს ჩაცმულობას ანუ საცვლებს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ფაქტია, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ! პირველივე აქტისთვის არ არის სასურველი თუ ‘’ბუმბულებიანი’’ ტრუსით დაიწყებთ თავის მოწონებას, გახსოვდეთ ეს უფრო სექსში სიახლის შესატანი ატრიბუტია.
წამყვანი როლი პირველი სექსისას მაქსიმალურად მამაკაცის სიამოვნებაზე იფიქრეთ! ამით თქვენ შეძლებთ მოახდინოთ ისეთი შთაბეჭდილება, რომ თქვენი ყოველი შემდგომი აქტი ნამდვილ სამოთხედ იქცევა.
სასურველი აუცილებლად დაანახეთ, თუნდაც პირდაპირ სიტყვებით უთხარით, რომ ის თქვენც გინდათ და მზად ხართ მასთან პირველი თავგადასავლისთვის. ასევე მიანიშნეთ თქვენი ეროგენული ზონებისკენ, რათა თავდაჯერებულობა შემატოთ მას.
ყველა ჯოკერს პირველივე აქტისას ნუ გამოუჩენთ, ანუ ნუ გამოიყენებთ ყველა ორიგინალურ პოზას. ეცადეთ ორგაზმის დროს თვალებში უყუროთ ამით ის დარწმუნდება, რომ შემდეგი აქტისთვის თქვენ სურვილიც გავთ და მიზეზიც.
თავდაცვა აუცილებელია არ დაგავიწყდეთ პრეზერვატივის გამოყენება. ამით პარტნიორის თვალში ხაზს გაუსვამთ თქვენს წინდახედულობას. ამ ჟესტით კიდევ უფრო სასურველს გახდით თქვენთან სექსუალურ ურთიერთობას და არამარტო სექსუალურს. და მთავარი იქნებ ამ აქტის შემდეგ საერთოდ გიქრებათ მასთან ურთიერთობის სურვილი, წინდახედულობა არ გაწყენთ არცერთ შემთხვევაში.
არცისე კმაყოფილი თუ პირველმა ღამემ ისე არ ჩაიარა როგორც თქვენ წარმოგედგინათ გულს ნუ გაიტეხთ, ნუ დაგავიწყდებათ რომ ხშირ შემთხვევაში პირველი აქტისას განსაკუთრებულ სიამოვნებას ვერცერთი პარტნიორი ვერ იღებს, ეს მარტივი ფსიქოლოგიური მომენატია. თუ თქვენ ნამდვილად გიყვართ ერთმანეთი ყოველი შემდგომი აქტი უფრო და უფრო დაგაახლოვებთ და სექსიც გაცილებით სისიამოვო გახდება.
კომენტარი