მამაკაცები, თქვენ გგონით, რომ ქალებს ფული აინტერესებთ? თუ ასეა, მაშინ ეს ნამდვილად დაგაინტერესებთ...
რა არის მნიშვნელოვანი
ქალებისთვის?
კაცებისგან ხშირად
გამიგია, რომ
ქალებს მხოლოდ
ფული აინტერესებს,
ეს აბსურდია.
მე ვიცი ქალები, რომელსაც ბევრი ფული აქვთ, მაგრამ თავს არც ისე ბედნიერად გრძნობენ. ისინი ყველა ყურადღებისადა სიყვარულის ნაკლებობაზე საუბრობენ. თავს მიტოვებულად, უსარგებლოდ გრძნობე. რა არის მათი უკმაყოფილების მიზეზი? რატომ ქრება მალე იმის შეგრძნება რომ ვიღაცას უყვარხარ და უნდიხარ ურთიერთობისას?
ერთ საიდუმლოს გაგანდობთ, რომლის გამოყენებითაც თქვენ ყველაზე კარგი და შესაშური მამაკაცი იქნებით (ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება მთელი დღე დივანზე იწვეთ და არ იმუშაოთ).
არსებობს მრავალი ხერხი, რომელიც მამაკაცს ქალის მხრიდან მაღალ შეფასებას მიანიჭებს, ამასთან ზედმეტი დატვირთვის გარეშე. მამაკაცების უმეტესობას აქვს წარმოდგენა ამ ყურადღების ნიშნებზე, მაგრამ არ იყენებენ მათ, რადგან ვერ ათვითცნობიერებენ
იმ მნიშვნელობას, რასაც ქალები ანიჭებენ. მამაკაცს გულწრფელად სჯერა, რომ ასეთი "წვრილმანები"
უმნიშვნელოა
და ვერ შეედრება იმ თვალშისაცემ სიყვარულის გამოვლინებას, რაზეც მიმართულია მათი მონდომება.
ზოგიერთი მამაკაცი იყენებს ამ ყურადღების ნიშნებს, მაგრამ ერთი ან ორი მეტს აღარ ცდიან, თითქოს რაღაც უხილავი ძალა აიძულებს მათ უფრო მნიშვნელოვანი სიყვარულის გამომხატველი ქცევების ჩადენას.
ქალი გრძნობას, როცა იგი უყვართ, რეგულარულად ავსებენ ყურადღებით. მაშინ მასაც შეუძლიაგამოავლინოს
საპასუხო სიყვარული, ნდობა, დააფასოს მამაკაცის ცდა, მიიღოს და მხარში დაუდგეს.
"წვრილმანების"
მაგალითები:
იგი დაგეხმარებათ სიყვარულის გამოვლენაში.
უბრალოდ წაიკითხეთ ეს, ეს არის სწორედ ის "წვრილმანები"
რაც ქალების უმეტესობას სურს მიიღოს. ასე ვთქვათ "მენიუ", არჩევანი თქვენზეა.
- პირველი,
რაც მნიშვნელოვანია გააკეთოთ, სახლში დაბრუნებისას, -
ჩაეხუტოთ ცოლს.
გამოჰკითხეთ
თუ როგორ ჩაიარა დღემ. თქვენი კითხვები აჩვენებს მას, რომ თქვენ იცოდით მისი გეგმების შესახებ. (მაგალითად:
"იყავი
ექიმთან? და რა გითხრა?")
- ისწავლეთ
მოსმენა და კითხვების დასმა.
- ზოგჯერ უმიზეზოდ მიართვით ყვავილები ცოლს. დაე ეს მისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყოს.
- ნუ დაელოდებით პარასკევს, რომ ჰკითხოთ ცოლს, თუ როგორ უნდა უქმე დღეების გატარება, დაგეგმეთ ეს ერთად.
- თუ კი ცოლს საჭმელი აქვს გასაკეთებელი, მაგრამ ძალიან დაღლილი ან დაკავებულია, შესთავაზეთ დახმარება.
- გაუკეთეთ
კომპლიმენტი,
სავარაუდოდ
თქვენს ცოლს ძალიან ბევრი ღირსება ექნება, რომელიც უნდა შეამჩნიოთ.
- პატივი ეცით მის გრძნობებს, როცა ბრზადბა ან განაწყენებულია.
- თუ კი იგი ნაწყენია, გამოხატეთ თქვენი გრძნობები:
"ძალიან
ვწუხვარ, რომ ასე განიცდი". და მეტი არაფერი არ უთხრათ. მიეცით საშუალება შეაფასოს თქვენი ყურადღება. არ მისცეთ რჩევები, ნუ ცდილობთ დაუმტკიცოთ, რომ მისი ასეთი მდგომარეობა - სულაც არ არის თქვენი ბრალი.
- თუ კი მარტო დარჩენა გინდათ, უთხარით ცოლს, რომ ეს მას არ ეხება, რომ უბრალოდ გჭირდებათ დრო რაღაც კითხვებზე დასაფიქრებლად, როცა გონს მოეგებით, თქვენი აღელვებულობის მიზეზიც აუხსენით.
- დაურეკეთ
ცოლს სამუშაოდან, რომ გაიგოთ, რო როგორ მიდის მისი საქმეები ან რომ გაუზიაროთ რაიმე სიახლე, ზოგჯერ კი უბრალოდ იმისთვის, რომ უთხრათ: "მიყვარხარ".
- თუ კი ვინმემ გააბრაზა, მხარში დაუდექით.
- ნუ დაგავიწყდებათ მოფერება, რომელიც არ არის სექსთან დაკავშირებული.
- იყავით მომთმენი, როცა ცოლი თავიანთი განცდების შესახებ გიყვებათ. არ უთვალთვალოთ დროს. ყურადღება გამოიჩინეთ.
- შეუკვეთეთ
ბილეთები თეატრში, ფილარმონიაში, ოპერაში, ბალეტზე ან სხვა ადგილებში, სადაც უყვარს ყოფნა.
- როცა საზოგადოებაში იქნებით ცოლთან ერთად, მას მეტი ყურადღება დაუთმეთ , ვიდრე სხვებს.
- მოაწყეთ
ცოტახნიანი
რომანტიული
გასეირნება..
- აკოცეთ.
- ყურადღება
მიაქციეთ,
თუ როგორ გამოიყურება, და არ დაგავიწყდეთ ამის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმა. აღნიშნეთ:
"დღეს
რა კარგად გამოიყურები"
ან "დაღლლი ჩანხარ", შემდეგ დაინტერესდით:
"დღემ
როგორ ჩაიარა?".
– გაუღეთ კარი.
– როცა თქვენი ცოლი ამზადებს, შეაფასეთ მისი კულინარიული შესაძლებლობები.
– როცა მას ესაუბრებით, შეეხეთ მის ხელს.
– გამოიჩინეთ
ინტერესი მისი ნაცნობების მიმართ. გატაცებებუს, წიგნების, რომელსაც იგი კითხულობს.
– ერთდროულად
დაწექით.
– თუ კი ვარცხნილობა გაიკეთა, კომპლიმენტი აჩუქეთ.
– იპოვეთ დრო, რომ მასთან მარტო დარჩეთ.
– მადლობა
გადაუხადეთ,
როცა თქვენს მაგიერ აკეთებს რამეს. მისთვის ეს მნიშვნელოვანია.
– წასვლისას,
აკოცეთ.
წარმატებებს
გისურვებთ!
ძვირფასო მამაკაცებო აირჩიეთ ამ სიიდან ის, რაც თქვენთვის მისაღებია, და გააკეთეთ ეს გულწრფელად. ეს ყოველდღიური
"წვრილმანები:
თქვენს ცხოვრებას გააბედნიერებს, მითუმეტეს პარტნიორისას.
კომენტარი