„ქართული ენის ელჩები“ სკოლებში სახალისო გაკვეთილებს ჩაატარებენ
დღეიდან პროექტი „ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ქართულად“ იწყება. საგანმანათლებლო ცენტრი „ცამდე“ თიბისი ბანკის მხარდაჭერით მთელ საქართველოში სკოლის მოსწავლეებს ქართული ენის შესახებ ამბავს სახალისო და საინტერესო ფორმით მოუყვება.
პროექტის ფარგლებში ქართული ენის კეთილ ელჩებად ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების 53 მოხალისე სტუდენტი შეირჩა, რომლებამაც შესაბამის ტრენინგი უკვე გაიარეს. 29 მარტიდან თვენახევრის განმავლობაში 1500 სკოლაში თითო სახალისო გაკვეთილი მესამედან მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებისთვის ჩატარდება.
პროექტის მიზანია ახალ თაობას მიეცეს ბიძგი: იფიქროს, იაზროვნოს, წეროს და იკითხოს ქართულად.
გაკვეთილი ინტერაქტიულ თამაშს მოიცავს, რომლის საშუალებით მოზარდები დაინახავენ, თუ რამდენად ხშირად გამოიყენება სალაპარაკო ენაში ქართული ენის დამახინჯებული ფორმები, ბარბარიზმები, კალკები და რამდენად აბინძურებენ ისინი ენას.
ღია გაკვეთილი 30 წუთს გაგრძელდება. მოსწავლეები ჩაერთვებიან თამაშში,ისინი ამბის მთავარი გმირის დახმარებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ქართულ ტექსტებს ორაზროვანი წინადადებებისგან, ბარბარიზმებისგან, კალკებისა და სხვა შეცდომებისგან გაათავისუფლებენ. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს სთხოვენ ენაში დღეს ყველაზე აქტიურად გამოყენებად რამდენიმე უცხო სიტყვას ქართული შესატყვისები უპოვონ.
„ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ქართულად“ ქართული ენის ფესტივალის პირველი ეტაპია, რომელიც პროექტის #წერექართულად მხარდაჭერით ხორციელლდება.
კომენტარი