სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების მასობრივი გაცვლა იგეგმება - War Tracker სავარაუდო სიას ავრცელებს

რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების მასობრივი გაცვლა იგეგმება - ამის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მედიაში ვრცელდება. სოციალურ ქსელ X-ზე გვერდი War Tracker ავრცელეს იმ პატიმრების სიას, რომლებიც ერთი და მეორე მხრიდან გათავისუფლდებიან.

დასავლეთში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს შორის ძირითადად კიბერდანაშაულისთვის მსჯავრდადებული ადამიანები არიან, ხოლო რუსეთმა რამდენიმე ცნობილი დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უნდა გაათავისუფლოს, მათ შორის ვლადიმირ კარა-მურზა, ილია იაშინი, ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და სხვები.

რუსეთიდან:

▪️ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა;

▪️ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი;

▪️ The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი

▪️ უფლებადამცველი ორგანიზაცია "მემორიალის" თანადამფუძნებელი ოლეგ ორლოვი;

▪️ მხატვარი საშა სკოლიჩენკო;

▪️ ალექსეი ნავალნის შტაბის კოორდინატორი ქსენია ფადეევა;

▪️ უფაში ნავალნის შტაბის ხელმძღვანელი ლილია ჩანიშევა;

▪️ ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი;

▪️ რუსეთის და გერმანიის ორმაგი მოქალაქე კევინ ლიკი;

▪️ RusNews-ის ჟურნალისტი მარია პონამარენკო.

ბელარუსიდან:

▪️ გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი;

დასავლეთის მხრიდან შეიძლება გაიცვალოს:

▪️ გერმანია - საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი;

▪️ აშშ - რუსეთის მოქალაქეები: ალექსანდრ ვინნიკი, რომან სელეზნიოვი და რომან კლიუშინი, რომლებიც სასჯელს იხდიან კიბერდანაშაულისთვის;

ასევე მაქსიმ მარჩენკო და ვადიმ კონოშენკო, რომლებიც სანქციების გვერდით ავლით რუსეთთან ვაჭრობდნენ (კონოშენკო ეფესბეს პოლკოვნიკია).

▪️ სლოვენია - ცოლ-ქმარი არტიომ და ანა დულცევები, რომლებიც არგენტინის მოქალაქეების საფარქვეშ რუსეთის დაზვერვისთვის მუშაობდნენ.

აღნიშნული სია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100