საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში
თბილისი, 27 იანვარი, 2016 - საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში მობილობის შესახებ განაცხადა. მაგისტრატურის სტუდენტებს, ვისაც სურთ სწავლა განაგრძონ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში, რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე: www.student.eqe.ge, 2016 წლის 4 თებერვლის 18:00 საათამდე. ამის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში და წარმოადგინონ განცხადება 2016 წლის 5 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით, 17:00 საათამდე. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში მობილობისათვის 20 ვაკანტური ადგილია.
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირებაში 2 წლიანი პროგრამაა. ხსენებული პროგრამა სტუდენტებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის: კარიერული წინსვლისა და უკეთესი პირობებით დასაქმების ხელშეწყობა; პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო ბალანსი; კონტაქტების დამყარება წარმატებულ ადამიანებთან; დასავლური განათლების მიღების საშუალება საქართველოში; სრული დაფინანსების მიღების შესაძლებლობა; გადახდის მოქნილი სტრუქტურა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მობილობის შესახებ ეწვიეთ: www.mba.edu.ge
###
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის შესახებ:
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“, ქყვენაში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის, საქართველოს ბანკის მიერ დაარსებული ავტორიზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ სტუდენტებს, მომხმარებლებსა და თანამშრომლებს სთავაზობს უმაღლესი, პროფესიული და სასერტიფიკატო საგანმანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანს, ასევე დამწყები ბიზნესის ხელშეწყობას, მისი ბიზნესის სკოლისა და სასერტიფიკატო სწავლების, პროფესიული განათლებისა და დამწყები ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრების მეშვეობით. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ მსმენელებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მიიღონ სრული სტიპენდია, ასევე ისარგებლონ უპროცენტო გრძელვადიანი დაფინანსებით. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.bog.edu.ge
კომენტარი