შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ლატვიის ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო სახანძრო და სამაშველო სამსახურის და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ლატვიურ მხარესთან, განსაკუთრებით, საზღვრის დაცვის სფეროში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აღნიშნული უწყების საქმიანობის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება, როგორც საზღვრის დაცვის, ასევე უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოვლინებულია ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ატაშე საიმიგრაციო საკითხებში, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ქართველ კოლეგებთან.
ლატვიის რესპუბლიკასთან ძალაშია შეთანხმებები როგორც დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების და მათზე რეაგირების სფეროში.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ასევე გაეცნობა ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ევროინტეგრაციის კუთხით გატარებულ რეფორმებსა და ღონისძიებებს.
დელეგაცის შემადგენლობაში ასევე არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები. ვიზიტი 1 აგვისტოს დასრულდება.
კომენტარი