სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმი–მინსკის ავიარეისის თვითმფრინავი სოჭში ავარიულად დაეშვა

ავიაკომპანია „ბელავიას“ კუთვნილი „ბოინგ 737“–ის ეკიპაჟი, რომელიც რეისს ბათუმიდან მინსკში ასრულებდა, იძულებული გახდა, ავარიული წესით სოჭში დაშვებულიყო. სავარაუდოდ, ავარიული დაშვების მიზეზი საჰაერო ხომალდის არასათანადო ჰერმეტულობა გახდა. თვითმფრინავმა დაშვება დილის 5 საათზე განახორციელა – იგი 3.000 მეტრის სიმაღლეზე იყო ასული. ავარიული დაშვება წარმატებით დასრულდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100