"ამაღამ ველოდებით დაბომბვას... აქ ხალხიცაა, პატარა ბავშვებიც" - ქართველი ახალგაზრდა ხარკოვის ბუნკერიდან
ინტენსიური დაბომბვის შემდეგ, ხარკოვში მოქალაქეები სპეციალურად მოწყობილ ბუნკერს აფარებენ თავს.
"მთავარმა არხმა" თავშესაფარში მყოფი ქართველი, ანანო ნარმანია სპეციალურად ჩაწერა: "აქ ხალხი არის, პატარა ბავშვებიც არიან, ამაღამ ველოდებით დაბომბვას. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება".
ბუნკერში 15-მდე მოქალაქე იმყოფება, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, მათ საკვები და წყალი შეზღუდული რაოდენობით აქვთ, ყოველ წამს ელოდბიან დაბომბვას, ამიტომ ისინი ხარკოვიდან გაყვანას ითხოვენ.
კომენტარი