სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სიტი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა თბილისის მერიას კომპანიისთვის პირგასამტეხლოს გადახდას ავალდებულებს

ნანუკა ავალიანი: საჯარიმო თანხის კონკრეტულ რაოდენობას სასამართლო გადაწყვეტს”.

თბილისის მერიამ კომპანია „სიტი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 10 აპრილიდან შევა.

მისივე გადაწყვეტილებით, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სიტი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. „სიტი პარკში“ მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ გამოთქმული ბრალდებები არგუმენტს მოკლებულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამასთან, მერიის გადაწყვეტილებას უკანონოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

ამასთან, გასათვალისიწნებელია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, თბილისის მერიას კომპანიისთვის პირგასამტეხლოს გადახდას ავალდებულებს. საუბარია 25 მილიონ ლარზე. მოსთხოვს თუ არა პირგასამთეხლოს გადახდა კომაპნაი დედაქალაქის მთავრობას მიღებული გადაწყვეტილების გამო, „სიტი პარკის“ იურისტი ნანუკა ავალიანი განმარტავს:
„მნიშვნელოვანია, რომ კონტრაქტის შეწყვეტის პირგასამტეხლოს კალკულაციის ფორმულა თავად კონტრაქტის ნაწილია.

ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობა ისაზღვრება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით და არ არის წინასწარ განსაზღვრული დადგენილი ოდენობა.

ხელშეკრულების გაწყვეტით ბიზნესკომპანიის ინტერესები დაზარალდა. კომპანია საკუთარი უფლებების დაცვას საერთაშორისო დონეზე გეგმავს, შესაბამისად, საჯარიმო თანხის კონკრეტულ რაოდენობას სასამართლო გადაწყვეტს”.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100