სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გროზნოში თვითმკვლელებმა ტერაქტები მოაწყვეს: 8 ადამიანი დაიღუპა

გროზნოში წუხელ ორი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა.

როგორც "გაზეტა.რუ" იუწყება, პირველ შემთხვევაში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, დაახლოებით ნახევარ საათში კი მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ ადგილზე ამოქმედდა, სადაც მილიციელები და გამვლელები იყვნენ თავმოყრილი. შედეგად მილიციის შვიდი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაშავებულთა შორის სამოქალაქო პირებიც არიან.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელ რამზან კადიროვის თქმით, ერთ-ერთი "ბოევიკი", რომელმაც აფეთქება განახორციელა, იმ თვითმკვლელის ძმაა, რომელმაც ერთი წლის წინ გროზნოს საკონცერტო დარბაზში აიფეთქა თავი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100