სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიას ინიციატივით ზებრა გადასასვლელებზე გამაფრთხილებელი წარწერები გამოჩნდა

9 მარტს, 11:00 საათზე, კოსტავას ქუჩაზე “კია მოტორსმა”, “საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის” და ჟურნალი “ავტობილდმა” ქვეითთა და მძღოლთა საგანმანათლებლო აქცია გამართა.

აქციის მიზანია ინფორმაციის მიწოდება საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის ქუჩის უსაფრთხოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით.

ქუჩის აქციის განმავლობაში მოხალისეები მძღოლებს ქვეითებისთვის “ზებრაზე” გზის დათმობის აუცილებლობას შეახსენებენ და სტიკერებს დაურიგებენ წარწერებით “გაატარე ქვეითი ზებრაზე”, ხოლო ქვეითებს მოუწოდებენ დაელოდონ მწვანეს და მხოლოდ შემდეგ გადაკვეთონ გზა.

1 მარტიდან კია მოტორს ჯორჯია უერთდება საქართველოში ბოლო პერიოდში აქტუალურ საკითხს უსაფრთხო გადაადგილებაზე ქუჩებში და მოუწოდებს როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითებს მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ “ზებრა” გადასასვლელებზე.

კიას ინიციატივით თბილისის ქუჩებში “ზებრა” გადასასვლელებზეც გაკეთდა გამაფრთხილებელი წარწერები : „დაელოდე მწვანეს“- შუქნიშნებზე და “ზებრა” გადასასვლელებზე, სადაც შუქნიშანი არ არის იქ მეგობრული მოწოდება ქვეითებისთვის - „გადასვლამდე გაიხედე“.

კიას ამ წამოწყების მიზანია გაზარდოს უსაფრთხოება “ზებრა” გადასასვლელზე, რისთვისაც სპეციალური სტიკერებიც შექმნა: „გაატარე ქვეითი ზებრაზე“.

ყველა ვისთვისაც მნიშვნელოვანია წესრიგი და საგზაო უსაფრთხოება თავის ავტომობილზე შეუძლია განათავსოს სტიკერი, რომლითაც მოუწოდებს სხვა მძღოლებს არ დაავიწყდეთ ზებრაზე ქვეითის უპირატესობა და აუცილებლად დაუთმონ გზა მას.

სტატისტიკა: 2015 წელს თბილისში დაიღუპა 90 და დაშავდა 3,834 ადამიანი, მათ შორის დაიღუპა 43 და დაშავდა1,305 ქვეითი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100