სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასწრაფო დახმარების ჯგუფი საარჩევნო უბანზე - გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელს სტენოკარდიული შეტევა დაემართა

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე სასწრაფო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო. გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელს სტენოკარდიული შეტევა დაემართა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლის შემდეგ ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კომისიის წევრი საავადმყოფოში გადაეყვანათ.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ჯერჯერობით არ იცის ამ დროისთვის როგორია კომისიის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

შეგახსენებთ, რომ დღის ბოლოს ვითარება დაიძაბა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, თინა ბოკუჩავას ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანი პოლიციის ძალით დაატოვებინეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100