ავტოიმპორტიორებისთვის 2020 წლის 1-ელ აპრილამდე შემოყვანილ ავტომობილებზე განბაჟების ვადა გადაიწევს
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივოს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ 2020 წლის 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილის რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღეში. (თუ ამ ავტომობილის რეექსპორტი ან მის საბაჟო პროცედურებში მოქცევა მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე განხორციელდება).
შეღავათი შეეხება დაახლოებით, 38 ათასამდე მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 50 მილიონ ლარს.
კომენტარი