ქეთა თოფურიამ გუფის ინსტაგრამზე გამოწერა გააუქმა - რუსული საიტები წყვილის დაშორებაზე ალაპარაკდა
ინსტაგრამზე მომღერალმა ქეთა თოფურიამ დღეს ახალი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "ამ დღეს ჩემს გულში სამუდამოდ შევინახავ".
მომღერლის გამომწერებმა მაშინვე გადაწყვიტეს, რომ ქეთა გუფის დაშორდა და ნაცვლად იმისა, რომ ამაში დარწმუნებულიყვნენ, პირდაპირ დაშორების მიზეზით დაინტერესდნენ. ერთ-ერთმა ფანმა ჰკითხა, თუ რატომ დაშორდა გუფის, ქეთამ კი ხუმრობით უპასუხა, რომ უკვე "მიკი მაუსი" ჰყავს და დაშორების მიზეზიც ეს არის.
რუსული საიტი წერს, რომ ქეთას იუმორი კარგად ვერ გაიგო, თუმცა უკვე აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინსტაგრამზე წყვილმა ერთმანეთის გამოწერა გააუქმა. მათი დაშორების მიზეზი ცოტა გაუგებარიც კია, რადგან ერთი კვირის წინ ყველაფერი კარგად ჰქონდათ, როდესაც ქეთამ გუფის მხარდასაჭერად პოლიციაში ჩვენება მისცა. სავარაუდოდ, ყველაფერი მას შემდეგ აირია, რაც ამ სკანდალის გარშემო უამრავი ჭორი გავრცელდა.
ინსტაგრამზე ქეთას მისი გულშემატკივრები ამხნევებენ და კომენტარებში წერენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
კომენტარი