შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მკლელობისთვის ბრალდებული დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, დაკავებულია 1981 წელს დაბადებული ირაკლი შაქროს ძე ლობჟანიძე.
გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ირაკლი ლობჟანიძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1990 წელს დაბადებული მირიან მიხეილის ძე ცუცქირიძეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით.
კომენტარი