სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოლო გაფრთხილება "ოცნებას" დასავლეთისგან და მიმართვა ქართველ ხალხს - რას ამბობს სტანო "დოიჩე ველესთან"

ბოლო გაფრთხილება "ოცნებას" დასავლეთისგან და მიმართვა ქართველ ხალხს - ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელის პრეს-სპიკერი პრაქტიკულად ამბობს, რომ ყურადღებით დააკვირდებიან 26 ოქტომბრის არჩევნებს.

პიტერ სტანოს თქმით, თუ საქართველო ამჟამინდელ კურსს არ შეცვლის, ქვეყანას ევროინტეგრაცია არ უწერია. ეს განცხადება ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა გავლენიან გემანულ გამოცემა „დოიჩე ველესთან" გააკეთა და ქართველ ხალხს პირდაპირ უთხრა, რომ ახლა არჩევანი მათი გასაკეთებელია.

ჩვენ ყველა ყურადღებით ვაკვირდებით ამ არჩევნებს, რათა გავიგოთ, რამდენად თავისუფალი, სამართლიანი იქნება, რათა ხალხმა გამოხატოს საკუთარი აზრი. თუ ამომრჩეველთა უმრავლესობა იტყვის, რომ არ ვართ ამ დეზინფორმაციის, ანტიევროპული ნარატივის წინააღმდეგი, არ ვართ წინააღმდეგი რომ ქვეყანა არ წავიდეს ევროკავშირისკენ, კარგით, ესე იგი ისინი აირჩევენ მათ, ვინც წინ წევს ამ საკითხებს. თუმცა თუ ქართველ ამომრჩევლებს ნამდვილად სურთ ევროპული მომავალი, ისინი აირჩევენ მათ, ვინც აახლოებს ამ მომავალთან და თავს არ ესხმის ყველაზე ახლო პარტნიორს, რომელიც ჰყავს საქართველოს დღეს და ეს ევროკავშირია", - განაცხადა სტანომ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100