"შემდეგ ორ კვირაში ეპიდემიის აფეთქებაა მოსალოდნელი"
თუ ყველა შემდეგ მითითებას დავიცავთ და იმ ხარისხით შევასრულებთ, რითაც მითითებულია, ჩვენ შევძლებთ, ეპიდემიური აფეთქება გაცილებით უკეთესად გადავლახოთ, ვიდრე ამას ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყანა აკეთებს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„ეპიდემიის აფეთქების ყველაზე დიდი რისკი შემდეგ ორ კვირაშია მოსალოდნელი. წინა კვირას სწორედ აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საგანგებო რეჟიმი გამოგვეცხადებინა. ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს უნდა გახდეს მესიჯი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შესრულდეს ყველა მითითება, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა. იმ შემთხვევაში, თუ ყველა შემდეგ მითითებას დავიცავთ და იმ ხარისხით შევასრულებთ, რითაც მითითებულია, ჩვენ შევძლებთ, ეპიდემიური აფეთქება გაცილებით უკეთესად გადავლახოთ, ვიდრე ამას ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყანა აკეთებს“ – განაცხადა ტიკარაძემ.
კომენტარი