სააკაშვილის პასუხი ივანიშვილს
პრეზიდენმტმა პრემიერ-მინისტრის განცხადებას უპასუხა. იგი მზადაა დიალოგის გასაგრძელებლად და იმისთვისაც, რომ პრემიერს პირადად ესტუმროს.
ბიძინა ივანიშვილის წერილით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშრებით საბოლოო და ცალსახა პოზიციის დაფიქსირების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილი მან "ფეისბუქით" მიიღო. ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მისი თქმით, ეს არ არის პოლიტიკური დიალოგის ფორმა.
პრეზიდენტი
ივანიშვილის მიმართვის შინაარსობრივ მხარესაც ეხმაურება და აცხადებს, რომ
ულტიმატუმის ენით საუბარი ქვეყანას სასურველ შედეგამდე ვერ მიიყვანს.
პრეზიდენტის მიერ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებებს
პოლიტიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლები აფასებენ. საპარლამენტო
უმრავლესობაში ამბობენ, რომ პრემიერის პრეზიდენტისადმი მიმართვამ შედეგი გამოიღო.
უმრავლესობის წევრ დავით ზურაბიშვილის შეფასებით, უმრავლესობასა და უმცირესობას
შორის შეთანხმების პერსპექტივა გაჩნდა. ზაქარია ქუცნაშვილის განცახადებით,
პრეზიდენტი ცრუობს, როდესაც ბრიუსელში ევროპარლამენტისა და საქართველოს ერთობლივი
დოკუმენტის ჩავარდნას უმრავლესობის წევრებს აბრალებს.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტმა გამოსვლაში მთავარი კითხვა საკონსტიტუციო
ცვლილებებთან დაკავშირებით უპასუხოდ დატოვა. ირაკლი ალასანია პრეზიდენტს მისი
მმართველობის დროს რუსებზე გასხვისებულ კომპანიებს ახსენებს. უმცირესობის წევრი
სერგო რატიანი პრეზიდენტის გამოსვლას თანამშრომლობისკენ და დიალოგისკენ მოწოდებად
აფასებს.
კომენტარი