სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვალერი მელაძე: „ ჩემი ქალიშვილის ქორწინებას არ ვაღიარებ“

მომღერალ ვალერი მელაძის ქალიშვილი ინგა მელაძე რამდენიმე თვის წინ დაქორწინა და ძალიან მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა ვიწრო წრეში.

პატარძლის მამა გარკვეული მიზეზების გამო ქორწილს არ დასწრებია. როგორც ვალერი ჟურნალისტებთან კომენტარში აცხადებს, ამ ქორწინებას არ აღიარებს, რადგან იგი არ ყოფილა წვეულებაზე: „ინგას ქორწინებას არ ვაღიარებ, სანამ სიძესთან ერთად არ დავთვრები“ - განაცხადა მომღერალმა. ინგა და ნორი მეორე ქორწილის გადახდას 2017 წლის ოქტომბერში გეგმავენ და ის უფრო დიდი და მაშტაბური წვეულება იქნება. ვალერი აცხადებს, რომ სიძესთან ენობრივი ბარიერის გადალახვა უჭირს, თუმცა სხვა მხრივ არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ სიძე-სიმამრს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100