სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლუკა კურტანიძის „მამაო ჩვენო“ რუსთაველზე(ვიდეო)

რუსთაველზე „სახალხო კრების“ ორგანიზებული მიტინგი ისევ გრძელდება. აქციის მონაწილეებს სხვადასხვა პოლიტიკური წარსულის, წონის, იმიჯის მქონე ადამიანები მიმართავენ. როგორც ჩვენი კორესპონდენტი რუსთაველის გამზირიდან იტყობინება, მომიტინგეების წინაშე „მამაო ჩვენოს“ წაკითხვის ფუნქცია, რატომღაც, ლუკა კურტანიძემ აიღო თავის თავზე. მიკროფონთან მისვლისა და ლოცვის დაწყების შემდეგ ლუკა კურტანიძე დაიბნა და მის მიერ წაკითხული „მამაო ჩვენო“ დაახლოებით ასე ჟღერდა: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს სუფევა შენი...“ – ასეთი ინტერპრეტირების შემდეგ ლუკა კურტანიძეს ლოცვა ბოლომდე არ დაასრულებინეს და პირველი ნაწილის „წაკითხვის“ შემდეგ მიკროფონს ტაქტიანად მოაცილეს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100