მერაბიშვილს პატიმრობა, ჭიაბერაშვილს კი 20 000 ლარის გადახდა
ვანო მერაბიშვილს პატიმრობა, ზურაბ ჭიაბერაშვილს კი 20 ათასლარიანი გირაო - ასეთია სასამართლოს გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი თითქმის 6 საათს გაგრძელდა, გადაწყვეტილების მისაღებად კი მოსამართლეს ერთ საათზე მეტი დრო დასჭირდა.ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან კი სადაც ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესი მიმდინარეობდა, მთელი დღის განმავლობაში აქცია მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლო პროცესზე ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკურ მოღვაწეობას ნებისმიერი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში გააგრძელებდა.
კომენტარი