სერგეენკოს 2013 წლის ბრძანება მიხეილ სააკაშვილისთვის ციხის დატოვების საშუალებას იძლევა
კუნთების ატროფია, პატიმრის ციხიდან გათავისუფლების საფუძველს იძლევა - შესაბამისი ბრძანება 2013 წელს შევიდა ძალაში, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იყო. ბრძანებაში წერია, რომ დიაგნოზი M62 არის მძიმე დაავადება და ამის გამო პატიმარი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან. ეს დიაგნოზი მესამე პრეზიდენტს ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლებმა დაუსვეს.
"ქართულ ოცნებაში" პასუხი არ აქვთ, გავრცელდება თუ არა ეს ბრძანება მესამე პრეზიდენტზე.
"სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა იყო ორ საკითხთან დაკავშირებით, ერთი ცილებთან დაკავშირებით, მეორე ფსიქოლოგიურ მომსახურებასთან დაკავშირებით, ერთსაც და მეორესთანაც დაკავშირებით, პატიმარს გააჩნია უარყოფითი დამოკიდებულება, რომ მიიღოს შესაბამისი მკურნალობა, რათა თავისი მდგომარეობა გამოსწორდეს. დიაგნოზი ამასთან დაკავშირებით დასმული კონსილიუმის მიერ, არ არის ერთადერთი", - თქვა დეპუტატმა, გია ვოლსკიმ.
კომენტარი