სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხმაური და დაპირისპირება "ევოლუშენთან" - გაფიცულებმა შენობის შესასვლელები დაბლოკეს

ხმაური და დაპირისპირება კომპანია "ევოლუშენთან" - მთელი ღამე პროტესტის მონაწილეებმა კომპანიის შენობასთან გაათენეს, რომელთაც იქ ყოფნის უფლებას დაცვის სამსახური უზღუდავდა. დაპირისპირება დაცვის თანამშრომლებსა და გაფიცულებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პროტესტის მონაწილეებმა შენობის ყველა შესასვლელ დაბლოკეს. ევოლუშენის ხელმძღვანელობა დამატებითი შესასვლელი გააკეთა, საიდანაც იქ დარჩენილი დასაქმებული ადამიანების გაყვანას გეგმავდა, თუმცა გაფიცულებმა ამ შესასვლელსაც მიაგნეს.

გაფიცულთა ნაწილი იყო მობილიზებული იმ შესასვლელთან, რომელიც „ევოლუშენმა“ რამდენიმე საათში გაამზადა. კერძოდ, კედელი მოანგრიეს, გააკეთეს ხის შესასვლელი, ხის კიბე ააშენეს. ეს ყველაფერი მოხდა ალაგელალურად, იმიტომ, რომ იყო კერძო საკუთრება. ჩვენ ვისხედით შესასვლელთან, მოულოდნელად მოვიდა, სავარაუდოდ, დაცვის თანამშრომელი. ერთ-ერთ გაფიცულს ფიზიკურად გაუსწორდა, ხელი ჰკრა ჯერ, როცა არ ადგა, თავში დაარტყა, შემდეგ შეაგინა და შებრუნდა შენობაში , - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული ლუკა ნადირაძე.

დაპირისპირების და ზეწოლის მიუხედავად, პროტესტი არ შეწყდება. თანამშრომლები გაჩერებას არ აპირებენ და ღირსეული ანაზღურების და სამუშოების პირბების მოთხოვნით აქცია დღესაც გაგრძელდება. მასშტაბური დემონსტრაცია შაბათს არის დაგეგმილი, ხვალ კი გაფიცულები ისევ "ევოლუშენის" შენობის შესავლელების ბლოკირებას შეეცდებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100