სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ზეგ”-ის იურისტი მოითხოვს თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ლეპტოპი და სამსახურის ტელეფონი დროულად გახსნან

კომპანია “ზეგ”-ის იურისტი მოითხოვს თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ლეპტოპი და სამსახურის ტელეფონი დროულად გახსნან.

ქეთი მირიანაშვილის თქმით, პროცესის გაჭიანურება კომპანიას ზიანს აყენებს.

„კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობს და ნებისმიერ კითხვას პასუხს ვცემთ. ხელჩასაჭიდი არაფერია, ვინაიდან კომპიუტერი ჯერ გახსნილი არ არის.

კითხვის ნიშნები ჩვენს კომპანიას ზიანს აყენებს რეპუტაციის თვალსაზრისით. თუ ეს საკითხი დროულად არ გაირკვევა, შესაბამის ზომებს მივმართავთ,” – აცხადებს კომპანია “ზეგ”-ის იურისტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100