სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოში პირველად, iPad–მა პასპორტის მაგივრობა გასწია

BBC-ის ცნობით, მარტინ რაიში გახდა პირველი ადამიანი დედამიწაზე, რომელმაც სასზღვრო პუნქტზე პასპორტის ნაცვლად iPad–ში კოპირებული მისი ასლი წარმოადგინა და საზღვარი უპრობლემოდ გადაკვეთა.

რაიში აშშ–ში მიემგზავრებოდა, როცა აღმოაჩინა, რომ პასპორტი შინ დარჩენოდა. ამერიკელ მესაზღვრეებს მან შესთავაზა, დაეთვალიერებინად დოკუმენტის ასლი, რომელიც iPad–ში ჰქონდა შენახული. ამასთან, რაიში აცხადებს, რომ კარგად ესმის, რატომაც დაუშვეს გამონაკლისი მისთვის მესაზღვრეებმა – ის ვერმონტში საშობაო საჩუქრებით დატვირთული მიემგზავრებოდა.

„სანამ უკან გავბრუნდებოდი, ვიფიქრე, მოდი, ბედს ვცდი, იქნებ გამოვიდეს–მეთქი“, – იხსენებს მარტინი, – „როცა მესაზღვრეს iPad მივაწოდე, 5–6 წუთის განმავლობაში არ გამოსულა. ეს დრო უსასრულოდ გაიწელა. როცა მესაზღვრე გამოვიდა, მის სახეზე ვერაფერს წაიკითხავდით. მან მრავალმნიშვნელოვანი პაუზა გააკეთა, მერე iPad დამიბრუნა, გამიღიმა და მშვიდობიანი მგზავრობა მისურვა“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100