სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სუამი-ის საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრის ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით სუამი-ის საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

25-26 ივნისს, კიევში სუამი-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული კონფერენცია - „უსაფრთხოება ევროპაში: მოცემული მდგომარეობა-გაკვეთილი პოლიტიკოსებისთვის“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები მიიღებენ.

დაგეგმილია დელეგაციის ხელმძღვანელის - ზურაბ აბაშიძის და დელეგაციის წევრების - პეტრე ცისკარიშვილის და ვიქტორ დოლიძის სიტყვით გამოსვლებიც. საქართველოს პარლამენტის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური, იურიდიული და საერთაშორისო საკითხების კომიტეტის სხდომაშიც მიიღებს მონაწილეობას.

კონფერენცია, ამ ფორმატით, ბალტიის ასამბლეის ინიციატივით, პირველად გასული წლის ნოემბერში, ტალინში შეიკრიბა. რიგით მეორე კონფერენციაში მონაწილეობას სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის, ბალტიის ასამბლეის, სკანდინავიის საბჭოს, ბენილუქსის ქვეყნებისა და ვიშეგრადის ქვეყნების დეპუტატები მიიღებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100