სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინს საკუთარი თავის გარდა, ყველა ტერორისტი ჰგონია - ზელენსკი

პუტინს საკუთარი თავის გარდა, ყველა ტერორისტი ჰგონია - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, სწორედ პუტინია ტერორის ყველაზე დიდი წყარო.

დღეს პუტინი ისევ საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და ხალხს ამას ტელევიზიით გადასცემდნენ. ის ისევ უკრაინას ადანაშაულებს - ავადმყოფი და ცინიკური არსებაა. მას საკუთარი თავის გარდა ყველა ტერორისტი ჰგონია, მიუხედავად იმისა, რომ პუტინს მხოლოდ ტერორი ასაზრდოებს უკვე ორი ათწლეულია. სწორედ ისაა ტერორის ყველაზე დიდი წყარო - ის და მისი სპეცსამსახურები. როცა ის წავა, ტერორისა და ძალადობის მოთხოვნა მასთან ერთად გაქრება, რადგან ეს ყველივე მისი მოთხოვნილებებია და სხვა არავისი", - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთის დიქტატორი ამბობს, რომ ტერაქტი მოსკოვში შესაძლოა, "კიევის ნეონაცისტურ რეჟიმს" უკავშირდებოდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100