რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე?
როგორ ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, არ ღირს აჟიოტაჟის ატეხვა და ეს მხოლოდ საკადრო გადაადგილებაა. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესში ჩარევას, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რუსეთმა ამასთან დაკავშირებით დააფიქსირა საჯაროდ, რომ არ აპირებს ამ საქმეში ჩარევას.
"რაც შეეხება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, ამ ეტაპზე, არ არის საჭირო, ავტეხოთ აჟიოტაჟი და დავძაბოთ საზოგადოება. ჩემი შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილება. სპეკულაციებია, რომ თითქოს გალის მოსახლეობას შეექმნება პრობლემები, მოგვიანებით, უფრო შესაძლებელი გახდება დასკვნების გაკეთება. ყველამ კარგად ვიციტ, რაც ხდება აფხაზეთში ღიად არის დეკლარირებული. რეალურად, დავიწყეთ ჩვენს მოძმე აფხაზებსა და ოსებთან შერიგების პოლიტიკა. შევცვალეთ რიტორიკა, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ამ ეტაპზე, დამატებითი აჟიოტაჟის სექმნა არ გვსურს. ამას სჭირდება დადასტურება, დაკვირვება და სწორი ანალიზი. არ მსურს, ნაადრევად გავაკეთო კომენტარი. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში კი რუსეთი არ აპირებს ჩარევას. რუსეთის ოფიციალურმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ჩარევას არ აპირებას. ვერ ვხედავ ვერავითარ ნიშანს, რომ მოვლენების რაიმე განვითარებას უნდა ველოდოთ ამ კუთხით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კომენტარი