ყაჩაღობა ადიგენში. ქყრდებმა სახლში აბაზანის სარკმლიდან შეაღწიეს
შსს-ს
სამცხე-ჯავახეთის
სამხარეო მთავარი სამმართველოს
ადიგენის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად წარსულში მრავალჯერ
ნასამართლევი სამი პირი: 1993 წელს
დაბადებული გიორგი შ, 1987 წელს
დაბადებული ზაზა ქ. და 1989 წელს დაბადებული
თამაზ ქ. ქურდობის ბრალდებით
ახალციხეში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 16 დეკემბერს,
დაბა აბასთუმანში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში აბაზანის სარკმლიდან ფარულად შეაღწიეს, საიდანაც პლაზმური ტელევიზორები, ჭურჭელი, სხვადასხვა დასახელების სასმელი, მოვერცხლილი ხატი და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს.
სამართალდამცველებმა თბილისში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მოპარული ნივთების გარკვეული ნაწილი ამოიღეს. ასევე, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზრობიდან მოპარული ჭურჭლის ნაწილი, ხოლო თბილისში მდებარე 2 ლომბარდიდან ტელევიზორი და ლეპტოპი ამოიღეს.
გამოძიება ბინაში უკანონოდ შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
კომენტარი