სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები პირადად სოზარ სუბარმა გაანადგურა

ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის თაობზე სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საგანგებო ბრიფინგით პასუხობენ. გოკა გაბაშვილის განცხადებით ვანო მერაბიშვილის ციხიდან გავანის კადრები პირადად სოზარ სუბარმა და სამინისტრის თანამშრომლება გაანადგურეს, აღმასრულებელი ხელისუფლება კი დანაშაულის დაფარვით არის დაკავებული.

"საქართველოს მთავრობას ერთი თვე დასჭირდა იმის სათქმელად რომ ვიდეოჩანაწერები სადაც აღბეჭდილია თუ როგორ ხდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის გატაცება საკნიდან არ არსებობს, რადგან, მათი ცინიკური მტკიცებით, ნომერ მე-9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განლაგებული კამერების ჩანაწერები იშლება 24 საათის განმავლობაში. სულ ცოტა ხნის წინ, თავად სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ამტკიცებდა რომ ჩანაწერები 10 დღის განმავლობაში ინახება, ქართული ოცნების არაერთი ლიდერი კი ჯიუტად იმეორებდა რომ ფირების ამოღებას სჭირდება „გარკვეული პროცედურები,“ რის გამოც ეს ვერ მოხდებოდა სწრაფად. როგორც ჩანს, ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ყოყმანი მომხდარიყო მტკიცებულებათა ფაბრიკაცია თუ პირდაპირ გაცხადებულიყო რომ შესაბამისი ჩანაწერი არ არსებობს. გუშინდელი ცხადჰყოფს, რომ მთავრობამ აირჩია უფრო მარტივი გზა. აბსოლიტურად გაუგებარია რომ თუკი ასეთი ჩანაწერი არ არსებობდა რატომ ვერ გახდა ეს ცნობილი პირველივე დღეს.

სასჯელაღსრულების სამინისტროში დიდი ხნის წინ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მსგავსი ჩანაწერები ინახებოდა ერთი თვე, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში ნახევარი წელიც კი. ამას ადასტურებს ბაჩო ახალაიას შემთხვევაც როცა მისი საკნის ჩანაწერი გამოქვეყნდა რამდენიმე თვის შემდეგ. ასევე აბსურდულია სამინისტროს მტკიცება რომ, თითქოს, არსებობს ქუჩის ჩანაწერები, მაგრამ არ არსებობს საკუთრივ ნომერ მე-9 დაწესებულების კამერათა ფირები. უსაფრთხოების კამერების მიერ ჩანაწერების გაკეთების არსი სწორედ იმაშია რომ ისინი იქნას გამოყენებული თუკი საჭირო გახდება გამოძიების ჩატარება მათზე აღბეჭდილ ნებისმიერი ფაქტის გამო.

ამდენად, გავრცელებულმა განცხადებამ აშკარა გახადა, რომ დანაშაულებრივ ქმედებას კრიმინალი ყოფილი მთავარი პორკურორის ოთარ ფარცხალაძის მხრიდან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ნამდვილად ქონდა ადგილი. პირადად მინისტრმა სუბარმა და სამინისტროს თანამშრომლებმა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 368-ე მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაული - მტკიცებულებათა განადგურება. მთელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კი საკუთარ თავზე აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შეეცადა ამ დანაშაულის დაფარვას. უდაოა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ანგარიშსწორების დაკვეთასთან, რომლის განხორციელებაშიც ჩართულია მთელი მმართველი კოალიცია.

საქმე გვაქვს იმ ტიპისა და მასშტაბის დანაშაულთან რომლის გამოსაძიებლად აუცილებელია საპარლამენტო კომისიის შექმნა იმ ფონზე როცა აღმასრულებელი ხელისუფლება დაკავებულია დანაშაულის დაფარვით და არა ობიექტური სინამდვილის დადგენით.

აქვე გვინდა, გამოვეხმაუროთ „ქართული ოცნების“ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ივანე მერაბიშვილმა და მისმა ადვოკატებმა იცოდნენ რა 24 საათის წესის შესახებ, სპეციალურად მალავდნენ ამ ფაქტს ორი დღის განმავლობაში და თითქოს ეს გარემოება ადასტურებს ტყუილს. ამასთან მიმართებით, აღვნიშნავთ, რომ ვანო მერაბიშვილის ადვოკატებს ვერ ეცოდინებოდათ მომხდარი ფაქტის შესახებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გაყვანა მოხდა 14 დეკემბერის ღამეს 1.30 წთ-ზე და ამის შემდეგ მათ არ ჰქონიათ კონტაქტი ივანე მერაბიშვილთან, ვინაიდან შაბათ-კვირას (14-15 დეკემბერი) არ აქვთ ციხეში შესვლის უფლება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწიებული პასუხისმგებლობა კრიმინალი ფარცხალაძის მიმართ აუცილებლად დადგება, ისევ როგოც დადგა მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა მიუხედავად მმართველ გუნდის სრული შემადგენლობის მცდელობისა დაეცვათ იგი. თანამდებობა უნდა დატოვოს სოზარ სუბარმა, რომელმაც დიდი ალბათობით მონაწილეობა მიიღო მტკიცებულებათა განადგურებაში. ამ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე ყველა პირმა ასევე უნდა აგოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხი. "- აცხადებენ პარტიაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100