სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული ოცნება-დემოკრატული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყო.

პაატა მხეიძე დღეს საკუთარ ელექტორატს, რუსთავის 29-ე საარჩევნო ოლქის ამომრჩეველს, რუსთავის პარკში შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები შეაჯამა. ამასთან, მოსახლეობას პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.

პაატა მხეიძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იყო ეროვნული ბრძოლა ტოტალური უსამართლობიდან გასათავისუფლებლად.

„ სწორედ თქვენ დააყენეთ თქვენი ოჯახები უდიდესი საფრთხის ქვეშ მაშინ, როდესაც შეხვედით უთანასწორო ბრძოლაში ძალადობასადა ადამიანთა სისხლზე აშენებულ რეჟიმთან. თქვენ იცავდით და იცავთ "ქართული ოცნების" ხმებს და ეს პრინციპულობა დღესაც დამომავალშიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას" -განაცხადა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ.

პაატა მხეიძესთან ერთად რუსთავის პარკში ასევე იმყოფებოდა რუსთავის 30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბეგაძე.

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100