მალაიზიაში დღეს დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესია დანიშნული
მალაიზიის უმაღლესი სასამართლო დღეს ნარკოტრაფიკის ბრალდებით დაკავებული დარეჯან კოხტაშვილის საქმეს განიხილავს.
37 წლის დარეჯან კოხტაშვილის ინტერესებს ადგილობრივი ადვოკატი დაიცავს.
დოკუმენტების შეგროვებაში მას მალაიზიაში არსებული იურიდიული დახმარების ცენტრის წარმომადგენლები ეხმარებიან.
პროცესს დღეს ადგილობრივი უფლებადამცველები დაესწრებიან, რომლებიც სასჯელის უმაღლეს ზომას - სიკვდილით დასჯას აპროტესტებენ და კანონში შესაბამისი ცვლილებების გატარებას ითხოვენ.
დარეჯან კოხტაშვილი გასული წლის ოქტომბერში დიდი ოდენობით ნარკოტიკების გადატანის გამო დააკავეს. მეორე ეჭვმიტანილი - ბაბუცა გორდაძე მალაიზიის სხვა შტატში - კოტა კინაბალუში იმყოფება. ორივე მათგანს ბრალი უმძიმესი დანაშაულისთვის აქვს წაყენებული, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით, სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
კომენტარი