სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე სექსუალური ქალები?

როგორც ცნობილია, ზოდიაქოს ნიშნები ოთხ ძირითად სტიქიად იყოფა: ჰაერი, ცეცხლი, მიწა და წყალი. შესაბამისად, სექსუალური ტემპერამენტიც ამა თუ იმ სტიქიის წარმომადგენლებს ერთმანეთისგან განსხვავებული გააჩნიათ.

ცეცხლები (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) როგორც წესი, "ცხელსისხლიანთა" კატეგორიას განეკუთვნებიან. ამიტომ ასეთ ქალებს ცხოვრებაში ხშირად არა ერთი ან ორი, სამი ან მეტი თავბრუდამხვევი რომანიც აქვთ გაჩაღებული. სხვათა შორის, "საბედისწერო" სამკუთხედის მთავარ გმირებადაც ხშირად ცეცხლის სტიქიით დაბადებული ქალბატონები მოიაზრებიან. ეს იმიტომ რომ, საკუთარი სტიქიიდან გამომდინარე, მათში მონადირის ინსტინქტია გამძაფრებული. ამ ინსტინქტში კი "მამაკაცზე ნადირობაც" შედის. ასეთი ქალები სექსში დომინანტის პოზიციას არჩევენ და საკმაოდ მალე იბეზრებენ პარტნიორს, თუ ეს უკანასკნელი არ შეეცდება მათთვის მიუწვდომელი და იდუმალი დარჩეს.

რაც შეეხება წყლის სტიქიის "ნიმფებს", ცეცხლი თუ ენერგიის გამცემია, წყალი მის დაგროვებას უწყობს ხელს. ამიტომ წყლის სტიქის ქალბატონები (კირჩხიბი, მორიელი და თევზები), გაცილებით უფრო ნაზები, მოსიყვარულეები და რბილები არიან ურთიერთობაში. მათ შეუძლიათ მამაკაცს საკუთარი სინაზითა და მაცდურობით თავი დიდი ხნით დააკარგვინონ. ამასთან ერთად, გარდა მორიელისა წყლის სტიქიის ქალებს, როგორც წესი, არ ხიბლავთ დომინანტური პოზიცია და ყოველმხრივ ცდილობენ მამაკაცს საკუთარი უპირატესობა აგრძნობინონ, როგორც ყოველდღიურ ურთიერთობაში ისე საწოლში. რაც შეეხება მორიელ ქალს, იგი ამ სამიდან ყველაზე გამორჩეულია, იმიტომ რომ მას მამაკაცური პლანეტა – პლუტონი მართავს (თანამმართველი ასევე მამაკაცური ენერგიის მქონე მარსი), ამიტომ ეს ქალი, განწყობის მიხედვით ირგებს ხან დომინანტის, ხანაც მორჩილი გეიშას როლს. ზუსტად ამიტომ არიან ქალი მორიელები სექსში შეუდარებლები და მამაკაცები ხშირად აჩერებენ მათზე არჩევანს.

როცა ჯერი ჰაეროვან ქალებზე მიდგება, მამაკაცს ასეთი ქალის მოსახიბლად და საწოლში შესატყუებლად სექსუალურ მონაცემებზე მეტად, პირველ რიგში ინტელექტუალური "ბაგაჟი" ესაჭიროება. ამიტომ ჩემო კარგებო, თუკი თქვენი ინტერესის ობიექტი ტყუპი, სასწორი ან მერწყულია, სექსუალურ მაჩოს კი ნუ დაემსგავსებით, ერთი ორი წიგნი აიღეთ და წაიკითხეთ, ნუ მაგალითად "კამას სუტრა", დამიჯერეთ ამ მოქნილ და ელასტიურ ქალბატონთან მიღებული ცოდნა გამოგადგებათ. მართალია, ჰაერის სტიქია განსაკუთრებული ვნებიანობით არ გამოირჩევა, მაგრამ ასეთ ქალებს არასოდეს ეშინიათ სექსში მრავალფეროვანი ექსპერიმენტების. შესაბამისად, მამაკაცი მათ გვერდით ნამდვილად არ მოიწყენს.

ხოლო რაც შეეხება მიწის სტიქიის წარმომადგენლებს (კურო, ქალწული, თხის რქა) ამ სტაბილურ, გაწონასწორებულ მანდილოსნებს, საოცარი პრინციპულობა და სიჯიუტე გააჩნიათ. ამიტომ, სანამ მათთან ინტიმურ სიახლოვეზე გადახვალთ, საკმაოდ რთული გზის გავლა მოგიწევთ, საიმისოდ რომ მიწიერ ქალბატონს თავი მოაწონოთ და მისთვის სასურველ მამაკაცად იქცეთ. საქმე ისაა, რომ ერთი შეხედვით ცივი, ზოგჯერ თითქოსდა ფრიგიდული გარეგნობის მიღმა, მიწის სტიქიის წარმომადგენელი ქალი ბობოქარ სექსუალურ ფანტაზიებს და ძლიერ ტემპერამენტს მალავს. მაგრამ მისთვის სულერთი არ არის ვისთან დახარჯავს ამ ზემოთ ხსენებულ ტემპერამენტს. მამაკაცი ღირსეული და ყოველმხრივ უნაკლო უნდა იყოს, საიმისოდ რომ ამ გაწონასწორებული ქალის სიმპათია დაიმსახუროს. გახსოვდეთ, მიწის სტიქია ძნელად იღებს ცვლილებებს, შესაბამისად ნუ შეეცდებით ამ ქალის გაბრუებას, სხვადასხვა სახის სექსუალური ექსპერიმენტებით. უმჯობესია მასში ნოვატორული მეთოდები ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივად "დაგეგმოთ", მართალია მას უჭირს ერთბაშად სიახლის მიღება, მაგრამ თუკი რამეს მიეჩვევა, როგორც წესი, ხანგრძლივად ხდება დამოკიდებული მასზე. აქედან გამომდინარე, ქალი, რომელიც მიწის სტიქიის გავლენას ემორჩილება, შესაძლებელია სექსში ძალიან კარგი პარტნიორი იყოს, რომელიც დღითი დღე გაგაკვირვებთ თავისი შესაძლებლობებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100