სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან იზორია: იმედია შევძლებთ, რომ ატენის ხეობაში ხანძარი კონტროლს დავუქვემდებაროთ

ატენის ხეობაში ხანძარი არის გლობალური, თუმცა ლოკალური მასშტაბით,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ხანძარი ამ დროისთვის კონტროლს არ ექვემდებარება, თუმცა, მისივე თქმით, შეძლებენ მდგომარეობა კონტროლს დაუქვემდებარონ.

„ახლა ველოდებით 250 სამხედრო მოსამსახურეს, რომ მოვახდინოთ ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდაცია. სამაშველო სამსახურიც არის ჩვენთან ერთად მობილიზებული, მდგომარეობა რთულია.

ხანძარი არის გლობალური, თუმცა ლოკალური მასშტაბით. იმედია შევძლებთ, რომ ის კონტროლს დავუქვემდებაროთ“,- განაცხადა იზორიამ.

ატენის ხეობაში მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ გახდა.

ცეცხლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე გავლებულია ხნული და საცხოვრებელ ტერიტორიებზე ცეცხლის გაჩენის საშიშროება არ არსებობს.

ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია და დაახლოებით ჰექტარნახევარ ტერიტორიაზეა გავრცელებული.
​რთული რელიეფის გამო, მეხანძრეების ნაწილს უჭირს კონკრეტულ ცეცხლის კერებზე მისვლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100