ფოტოპერსონა: დალაი ლამა - "ვფიქრობ.ვგრძნობ.მესმის."
მისი უწმინდესობა ჯეცუნ ჯამფელ ნგავანგ ლობსანგ იეშე ტენზინ გიაცო (დაბადების სახელი ლჰამო დონდრუბი) - მე-14 დალაი ლამა.
დაიბადა 6 ივლისს 1935 წელს ტიბეტის ჩრდილო-აღმოსავლეთით ამდოში. ტიბეტური ბუდიზმის მიმდევართა სულიერი ლიდერი, რომლებსაც სწამთ, რომ იგი არის ბუდისტური წმინდანის ავალოკიტეშვარას, თანაგრძნობის ბოდჰისატტვისს, რეინკარნაცია, რათა ემსახუროს დედამიწაზე ყოველ ცოცხალ არსებას და შვება მოუტანოს მათ.
წინამორბედმა დალაი ლამამ იგი 1937 წელს აღიარა ახალ დალაი ლამად, 1950 წელს კი ტიბეტის მმართველი გახდა. 1959 წლიდან დევნილია და ცხოვრობს ინდოეთში, ქალაქ დჰარამსალაში, სადაც მეთაურობს ტიბეტის დევნილ მთავრობას. 1989 წელს იგი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის სფეროში. დალაი ლამა თანამემამულეებს და სხვა პირებს ამჟამად სოციალურ ქსელებშიც ეკონტაქტება: მას გვერდი "ფეისბუქშიც" აქვს გახსნილი და "ტვიტერითაც" სარგებლობს.
კომენტარი