სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგა ბოკერიამ მეუღლისა და მისი თანმხლები პირების დაკავება პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეაფასა

ტელეკომბანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩერგოლეიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც თვითმმართველი ორგანოს იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, ჩერგოლეიშვილი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. ჩერგოლეიშვილის დაკავება თბილისში, ოპერასთან ”გაზპრომის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მოხდა.

შს სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან, სადაც დაკავებული თამარ ჩერგოლეიშვილი იმყოფება, გიგა ბოკერია მივიდა.

გიგა ბოკერიამ მეუღლისა და მისი თანმხლები პირების დაკავება პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების სტანდარტია, რომ შეზღუდოს მისი ოპონენტების სიტყვის თავისუფლება.
"დღეს აქციაზე სამი პირი დააკავეს, იმიტომ, რომ ისინი მშენებლობის ღობეზე პლაკატებს აკრავდნენ. იმ ვითარებაში დააკავეს, როდესაც დღევანდელი ხელისუფლების დასპონსორებული აგრესიული ჯგუფები პლაკატებს აკრავენ მთელ ქალაქში, ხელისუფლების დაკვეთით მოდიან ჩვენს სახლებთან, აკეთებენ ყველაფერს პოლიციის თვალწინ, თუმცა არ ხდება მათი დაკავება. პოლიცია მოქმედებს მთავრობის დავალებით, შინაარსიის მიხედვით, ქმედება კი არ არის დასჯადი, ისჯებიან ისინი ვინც უპირისპირდება, ივანიშვილის ხელისუფლებას", - განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომელიც საგამოძიებო სამსახურთან მეგობრებთან ერთად მივიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100