"წინა არჩევნებთან შედარებით, წელს დარღვევების რაოდენობა გაცილებით მეტია" - 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 100-მდე დარღვევა დაფიქსირდა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა. ორგანიაციის დამკვირვებლებმა 15 საჩივარი დაწერეს.
როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, ამბობს, წინა არჩევნებთან შედარებით, წელს დარღვევების რაოდენობა გაცილებით მეტია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დაკვირვებით, ხშირ დარღვევებს შორისაა:
დამკვირვებლების გამოძევება
კენჭისყრის ფარულობის დარღვევა (გახსნილი ბიულეტინები და კამერები კაბინასთან ახლოს)
წილისყრის პროცედურის დარღვევა
მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში
საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნა
არაუფლებამოსილი პირების უბანზე ან უბნის სიახლოვეს ყოფნა
კოვიდუსაფრთხოების ნორმების დარღვევა
საჩივრის ჩაბარებესთან დაკავშირებული პრობლემები
მარკირების გარეშე ხმის მიცემა
აგიტაცია საარჩევნო უბანზე
კომენტარი