სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-ში ხანძარს დედა და ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი შეეწირა

აშშ-ის ქალაქ ჯეკსონში, მისისიპის შტატში შაბათს გაჩენილი ხანძრის შედეგად საკუთარ სახლში დედა და ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.

28 წლის დომინიკ ენდერსონი და ორი ბავშვი საძინებელ ოთახში, გარდაცვლილი იპოვეს, კიდევ ორი ბავშვი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ისინი გარდაიცვალნენ.

გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი სამზარეულოში გაჩნდა. ბინა საცხოვრებელი კორპუსის მაღალ სართულზე მდებარეობდა. მეხანძრეებს ბინა ცეცხლის ალსა და შავ კვამლში დახვდათ გახვეული. ხანძრის გამო დაზარალდნენ გვერდით ბინაში მცხოვრებლებიც, სადაც 8 ოჯახი ცხოვრობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100