სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობდა, თუმცა ბრალდებულის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების საკმარისი რაოდენობა ვერ შეირჩა. კობიაშვილს კი 9 თვიან პატიმრობაში ყოფნის ვადა უახლოეს დღეებში ეწურება, ამიტომ, სასამართლომ მისი დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს გუდაურში ურთიერთშელაპარაკებას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა, ერთი კი დაიჭრა. მომხდარში მერაბ კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ბრალი ცემის მუხლით შეიცვალა. ამის შემდეგ პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100