სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქარელში მასწავლებელი 13 წლის მოზარდზე, სავარაუდოდ, გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა – შსს-მ მოკვლევა დაიწყო

ქარელში ერთ-ერთ სკოლაში პედაგოგის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით 13 წლის მოზარდმა 55 წლის ფიზკულტურის მასწავლებლის მხრიდან გარყვნილ ქმედებაზე ინფორმაცია ერთ-ერთ პედაგოგს მიაწოდა.

მოზარდის თქმით, ფაქტი სასწავლო პროცესის დროს ჰქონდა. ინფორმაციის მიღებისთანავე სკოლის დირექციამ ჯერ შიდა მოკვლევა დაიწყო, შემდეგ კი ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ბავშვთა სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა.

სკოლიდან ამოღებულია ვიდეო კამერების ჩანაწერები. ფაქტზე გამოძიება 141 მუხლითაა დაწყებული, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100