ქართული ენის შესასწავლად საქართველოს ფერეიდნელი ქართველების ჯგუფი სტუმრობდა
ვარდების ბაღში, ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შესასწავლად საქართველოში ჩამოსული ფერეიდნელი ქართველების გაცილების საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე ფერეიდანში მცხოვრებმა ქართველებმა პროექტის ფარგლებში შესწავლილი ხალხური სიმღერები შეასრულეს. დასკვნით ღონისძიებაზე თიბისი ბანკმა მათ #წერექართულად პროექტის ფარგლებში შექმნილი სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ფერეიდნელი ქართველების 12 კაციანი ჯგუფი საქართველოს პროექტის, „ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელებისთვის“ ფარგლებში სტუმროდა. ორი თვის განმავლობაში ისინი ქართულ დამწერლობასა და ხალხურ სიმღერებს ეუფლებოდნენ. სამშობლოში ვიზიტისას ფერეიდანში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი და ისტორიული ადგილები მოინახულეს.
პროექტის იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა, როცა „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის“ წევრი ზვიად ტომარაძე ფერეიდანში იმყოფებოდა. მაშინ იქ მცხოვრებმა ქართველებმა სამშობლოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვეს.
წელს პროექტი საპილოტეა და ის „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების საზოგადოებისა“ და „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის“ და მხარდაჭერით განხორციელდა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროექტი გაგრძელდება და მომავალ წელს საქართველოს უფრო მეტი ფერეიდნელი ქართველი ესტუმრება.
კომენტარი