როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
სინოპტიკოსები 24 მარტს ქუთაისში მთელი დღის განმავლობაში მცირე ნალექს პროგნოზირებენ. დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსსა და ნალექს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთშიც წვიმებს, +11 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი + 3გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია წვიმა. ღამით +4 იქნება. წვიმაა მოსალოდნელი სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვაა მოსალოდნელი. დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამითაც -4 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმას ვარაუდობენ ჭიათურაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმა იქნება ახალციხეშიც. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში წვიმს დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. გორში იწვიმებს. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ცხინვალშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვაა მოსალოდნელი გუდაურში. +1 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 5 გრადუსი იქნება. თოვლია ნავარაუდევი ომალოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამე კი -5 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. +15 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.
რუსთავში მცირე ნალექი და ქარია მოსალოდნელი. +18 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი. დროგამოშვებით ნალექს პროგნოზირებენ თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი + გრადუსი დაფიქსირდება.
კომენტარი