სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში უამინდობა დეკემბრის დასაწყისამდე გასტანს

საქართველოში უამინდობა დეკემბრის დასაწყისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნალექი კლებას დღეს საღამოდან დაიწყებს, თუმცა, თვის ბოლომდე არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება.

"ნალექი დღეს უნდა შემცირდეს. ითოვებს, მაგრამ ინტენსივობა თანდათან იკლებს. ხვალ მცირე ნალექი შენარჩუნდება და ისიც ცალკეულ რაიონებში, 29 ნოემბერს კი ამინდი ისევ გაფუჭდება. თვის ბოლომდე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. უკვე 2 დეკემბერიდან კი გამოდარებას უნდა ველოდოთ", - განმარტა სვეტლანა ნიორაძემ.
ამ დროისთვის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში თოვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100