სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიმ კარდაშიანს ექიმებმა სასიკვდილო დაავადების დიაგნოზი დაუსვეს

38 წლის სომხური წარმოშობის ამერიკელ ვარსკვლავს ექიმებმა მწვავე დაავადების - ლუპუსის ერითემატოზის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Mail ავრცელებს. ეს არის ქრონიკული სისტემური დაავადება, რომლის პათოგენეზიხ უკავშირდება გაუარესებულ აუტოიმუნურ პროცესებს.

ლუპუსის ერითემატოზის გამოვლინება ძირითადად საშუალო ასაკის ქალებში ხდება და პირველი ნიშნები კანზე აღინიშნება, ხოლო შემდეგ ყველა ორგანოში, სადაც დამაკავშირებელი ქსოვილია, პათოლოგიური ცვლილებები ერთდროულად იწყება. დაავადება ქრონიკულია და მისი განკურნება - შეუძლებელი.

დაავადება ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს. როგორც ექიმები აღნიშნავენ, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დროული დიაგნოზის დასმა, რათა მკურნალობამ პროცესები შეანელოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100