სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექსკლუზივი:"ღამის 12 საათზე საპატრულო ეკიპაჟები მოცვივდნენ, ატყდა ერთი ამბავი, ბიჭებს დაულევიათ ავტოფარეხში და მერე მთვრალებს უჩხუბიათ" - რა მოხდა გუშინ ღამით საბურთალოზე?

ჩხუბი და გაწევ-გამოწევა იყო გუშინ, გვიან ღამით თბილისში, საბურთალოზე. რამდენიმე პირმა მთავრობის მიერ დადგენილი კომენდანტის საათის წესები დააღვია, დათვრა და ჩხუბი გამართა შუა ქუჩაში, რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო ეკიპაჟები მივიდნენ.
ექსკლუზიური ინფორმაცია თავისი დამადასტურებელი კადრით დრონი.ჯი-ს ადგილობრივმა მცხოვრებმა პირმა მიაწოდა.

"გუშინ, საბურთალოზე, ასე ღამის 12 ან პირველი საათი იქნებოდა, რომ ატყდა ერთი ამბავი. მოვიდა პატრულის მანქანები, როგორც ფოტოზე ხედავთ და ამოუწერეს ჯარიმები ბიჭებს და ერთი წაიყვანეს.

მოკლედ, რა მოხდა: ჯიგრებს უქეიფიათ გარაჟში და მერე რა ვერ გაიყვეს არ ვიცი, მაგრამ აუტეხიათ ჩხუბი. ხოდა ეტყობა ერთ-ერთი მეზობელი შეწუხდა, თან ხომ ხვდებით ყველა შეშინებულია ამ კორონას გამო, ესენი კიდე კომენდანტის საათი იციან კი არა ღრეობა გამართეს ღამის პირველ საათზე და დაურეკა, როგორც ჩანს პატრულს ამ მეზობელმა.

მოვიდნენ საპატრულო ეკიპაჟები, რამდენიმეს ჯარიმა ამოუწერეს და ერთი გადაიყვანეს. ეტყობა წინააღმდეგობა გაუწია, მთვრალი იყო და უკვე ვეღარ აზროვნებდა. ძალიან სირცხვილია ასეთი საქციელი, დაეტიე სახლშიო გეუბნებიან და შენ რას აკეთებს? ელემენტარული შეგნება არ აქვთ. ცალკე ეს მეზობლები შეგვაშინეს, გადმომდგარი ვიყავით დაფეთებულები ფანჯრებიდან ". - აცხადებს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი მკვიდრი.
დრონი.ჯი დამატებითი დეტალების გარკვევას, ამ წუთებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100