სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

9 წლის ქაიან ბელქანიას ნასაში წაიყვანენ

9 წლის ქაიან ბელქანიას ახლობელი ირაკლი ძიძარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ქაიანს ამერიკა ელოდება.

„ამერიკიდან სპეციალურად ქაიანისთვის ჩამოფრინდა ალექსანდრე ქართველიშვილი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს და ალექსანდრე ჯონსონის სახელითაა ცნობილი. ის დაჰპირდა, რომ სამომავლოდ ნასა-ში ჩაიყვანს. ჯერ კი აქ წალენჯიხაში ხელს შეუწყობს ფინანსურად, რომ ბიჭუნა ინგლისურში მოემზადოს.

„უამრავი წიგნი ჩამოუტანა იმ ამერიკელმა ალექსანდრემ და ბედნიერია. ინგლისური კარგად იცოდა და მერე ცოტა დაავიწყდა იმ ამერიკელმა გვითხრა ფულს მე გამოვუგზავნი, ოღონდ ვინმესთან მიიყვანეთ და ინგლისური კარგად ისწავლოსო“, - ვკითხულობთ ფეისბუქ სტატუსებში.

კოსმოსზე შეყვარებული 9 წლის ქაიან ბელქანიას საოცარი უნარების შესახებ, მისი მონაწილეობით ჩაწერილი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი. მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია. ბიჭუნა წიგნებზე და წიგნების თაროზე ოცნებობს.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100